"ეს არის ადამიანი, რომელიც გამსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილი იდგება ხალხის გვერდი და არა, "როგორც ზურაბიშვილმა თქვა - ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა".
"მიხეილ ყაველაშვილი არის ის ადამიანი, ვინც იდგება ხალხის გვერდით და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა - ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ეს არის ადამიანი, რომელიც გამსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ზუსტად ესმის თავის მოვალეობა და ფუნქცია. უამრავ სასიკეთო საქმეს - მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.