29 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
ფოთის ცენტრალურ უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში დასრულდა კიდევ ერთი გზის, ათონელის ქუჩის რეაბილიტაცია ცენტრალურ უბანში.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

დასრულებული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.

დღის ამბები