ყაზახეთში, ავიაკატასტროფის ადგილას მეორე შავი ყუთიც იპოვეს. ეს ექსპერტებს საშუალებას მისცემს, შეკითხვებს პასუხები გასცენ.
NATO მხარეებს გამოძიებისკენ მოუწოდებს. "აზერბაიჯან ეარლაინსის" სამგზავრო თვითმფრინავი აქათაუსთან ჩამოვარდა. ბორტზე, 67 ადამიანი იმყოფებოდა. ავია-ლაინერი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა.