26 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ლელა წურწუმიამ "მთავარი არხი" დატოვა

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ლელა წურწუმიამ "მთავარი არხი" დატოვა. "პრაიმ ტაიმი" ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ზარებს არ უპასუხა.

როგორც გამოცემა წერს, რომ კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია. მათივე ინფორმაციით, კახა მამულაშვილმა დაადასტურა, რომ "მთავარ არხზე" გადაცემა "მხოლოდ ლელასთან" გაჩერებულია და მისი აზრით, არც გაგრძელდება.

"გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ..." - აცხადებს "პრაიმ ტაიმთან" კახა მამულაშვილი.

დღის ამბები