გერმანიის საელჩოს მიერ 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერების საკითხს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, შანტაჟის ენით საუბარი მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"თუკი რაიმე აუცილებლობა არსებობს, რაიმე სფეროს დაფინანსება იქნება თუ რაიმე ხელშეწყობა, დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის მზად ამისთვის. ყველანაირი თვალსაზრისით, გვერდში დავუდგებით ხალხს და დავეხმარებით. ხან თანხებით შანტაჟი, ხან კანდიდატის სტატუსით შანტაჟი, ხან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა ურთიერთობა და გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს ორმხრივი და არ ვიყოთ თუნდაც დაფინანსებით, თუნდაც სესხის მიცემა, არ მოცემის საკითხით ყოველთვის შანტაჟის ქვეშ", - განაცხადა კახა კალაძემ.