12 დეკემბერი 2024,   06:00
ვრცლად
ყველაზე უჩვეულო და ეპიკური მიგრაცია - ვეშაპმა 13 000 კმ-ი გაცურა და კოლუმბიის სანაპიროდან ინდოეთის ოკეანეში აღმოჩნდა

მეცნიერები აცხადებენ, რომ "კუზიანმა ვეშაპმა" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და უჩვეულო მიგრაცია განახორციელა, რაც შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვეშაპი 2017 წელს, წყნარ ოკეანეში, კოლუმბიის სანაპიროსთან ნახეს, რამდენიმე წლის შემდეგ, ის სულ მცირე 13 000 კმ-ის დაშორებით, ინდოეთის ოკეანეში, ზანზიბარის სანაპიროსთან გამოჩნდა.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ეპიკური მოგზაურობა შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებით, რომელიც ამცირებს საკვების მარაგს, ან შესაძლოა ოდისეა მეწყვილის პოვნის მცდელობის შედეგი იყოს.

ტანზანიის ცეტოსებრთა პროგრამის წარმომადგენლის, ეკატერინა კალაშნიკოვას განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა ასეთ შორ მანძილზე მიგრირებადი ვეშაპის სახეობისთვისაც კი ძალიან შთამბეჭდავი და უჩვეულოა.

 

დღის ამბები