12 დეკემბერი 2024,   06:27
ვრცლად
სირიაში, ასადის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, აღმოაჩინეს სპეციალური საყინულეები, სადაც პოლიტიკური ოპონენტების ცხედრები წლების განმავლობაში იყო მოთავსებული

ისრაელმა სირიის ქალაქ ტარტუსში პორტი დაბომბა. "ცახალის" განცხადებით, მიზანი, სტრატეგიული იარაღისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო იმისთვის, რომ ის არ გამოიყენონ მეამბოხე ჯგუფებმა, რომლებმაც ასადი ჩამოაგდეს და რომლებიც როგორც თელ-ავივი ამბობს, "ალ-ქაიდასთან" და ისლამურ სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებულები.

პორტების გარდა, ისრაელმა იერიში მიიტანა 350-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე. აჯანყებულებმა ასადის ციხეებიდან ათასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. სასტიკადაა ნაწამები ათი ათსობით ადამიანი.

აღმოაჩინეს სპეციალური საყინულეებიც, სადაც პოლიტიკური ოპონენტების ცხედრები წლების განმავლობაში იყო მოთავსებული.

დღის ამბები