12 დეკემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ისრაელმა სირიის საზღვაო ფლოტზე თავდასხმები დაადასტურა

ისრაელმა სირიის საზღვაო ფლოტზე თავდასხმები დაადასტურა. ოფიციალური პირების განმარტებით, შეტევის მიზანი სტრატეგიული იარაღისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რათა ისინი არ გამოიყენონ იმ მეამბოხე ჯგუფებმა, რომლებმაც ასადი ჩამოაგდეს.

თელ-ავივი ამბობს, რომ აღნიშნული დაჯგუფების ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდასთან" და ისლამურ სახელმწიფოსთან ინტენსიურ კავშირშია.

პორტების გარდა, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის მასშტაბით არსებულ 350-ზე მეტ ობიექტზე. 

დღის ამბები