12 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
"განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები" - საქართველოს პირველი დიპლომატი უნგრეთში ვიზიტს აჯამებს

საქართველოს პირველი დიპლომატი უნგრეთში ვიზიტს აჯამებს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრების დროს განხილული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

განიმარტა თუ რა დგას საქართველოს ხელისუფლების გზავნილის უკან - მოლაპარაკებების საკითხის დროებით დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით.

"განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ის, თუ რა დგას საქართველოს ხელისუფლების გზავნილის უკან და რატომ გაკეთდა ის განაცხადი მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. მე მქონდა ძალიან გახსნილი საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჟღერდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ზოგადად, მომავალში როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნაკლებად იყოს ასეთი გამოწვევების წინ, რა გამოწვევების წინაც დღეს დგას საქართველო," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში გაიმართა. მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა მის უნგრელ კოლეგას - მოეწყო ერთობლივი ბრიფინგიც. შეხვედრა შედგა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთანაც.

 

 

დღის ამბები