გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ლიდერებს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მართა კოს, ანტონიო კოშტა, იქნებ რომელიმე თქვენგანი საბოლოოდ ავიდეს თვითმფრინავში და ჩაფრინდეს თბილისში? ხალხი იქ დემონსტრაციებს მეტი დასვენების დღისთვის ან უფრო მაღალი პენსიისთვის არ აწყობს, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის. უკვე დაგავიწყდათ?" - წერს როთი სოციალურ ქსელში.