12 დეკემბერი 2024,   06:43
ვრცლად
შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 27 წლის მოქალაქეს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიდევ ერთი დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საპოლიციო უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აიყვანეს 27 წლის ახალგაზრდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას და მასალას შსს აქვეყნებს.

დღის ამბები