ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პაველ ჰერჩინსკის უნდა რცხვენოდეს.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი არ წარმოადგენს ევროკავშირს.
ამასთან, სოციალურ ქსელ "იქსზე" ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის, ტერე ჰელანდის პოსტს აზიარებს, რომელიც ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გუშინ შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.