12 დეკემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში მოგების გადასახადი გაიზრდება" - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ განმარტა ისიც, რომ სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში მოხდება მოგების გადასახადის გაზრდა.

"მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "საგადასახადო კანონში" ცვლილებები მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

"მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და "აიქოსის" შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც "აიქოსის" შემთხვევაში იქნება - 15 თეთრი, ხოლო - 20 თეთრი სიგარეტის  შემთხვევაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით.

ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე, საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები