"დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია, მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როცა დარბევა დაიწყო", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ეს არის გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე თავდასხმა – დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ.
ხალხი, ქვეყნის მასშტაბით, დგას რუსული მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ.
დედაქალაქიდან დაწყებული, ყველაზე პატარა ქალაქებით დამთავრებული, ეს არის მოძრაობა, რომელიც არ ჰგავს არაფერს, რაც ჩვენს ისტორიაში მომხდარა. შეტყობინება ნათელია – დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.