რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. დემონსტრანტებმა დიდი რაოდენობით პიროტექნიკა ისროლეს სამართალდამცველების მისამართით, რასაც, რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირის ყუმბარების სროლით უპასუხა.
ცნობისთვის, დემონსტრანტების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ გადაინაცვლა. სპეცრაზმი თავისუფლების მოედანზეა განლაგებული. პოლიცია მოუწოდებს მომიტინგეებს, არ მიუახლოვდნენ მათ და დაიცვან დისტანცია. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სამართალდამცველებს, მათ მხარეს გადმოვიდნენ.
კოლმეურნეობის მოედანზე განლაგებულ დემონსტრანტებთან, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე სასულიერო პირი მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეების ნაწილი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფება, ხოლო ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა.