02 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დავით სონღულაშვილი კარგად იცნობს სფეროს. მან ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას. აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც ოც წელზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს.

ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს.

დღის ამბები