02 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"უნივერსიტეტში გრძელდება სასწავლო პროცესი შეუფერხებლად" - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ნაწილის აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების ნაწილი ლექციებზე არ შევიდა და ქვეყანაში მიმდიანრე პროტესტს შეურთდა. 

თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის სასწავლებლის რექტორის, შალვა ჭკადუას განცხადებით, აქციაზე სტუდენტების მცირე ნაწილია წარმოდგენილი, რის გამოც სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმით მიმდინარეობს.

"ვერ დავარქმევ ამას ვერანაირი ზეწოლას, ეს არის სტუდენტთან გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება. ამ მოსაზრებას მშვიდობიანად გულწრფელად გამოხატავენ. სადამდეც ეს პროცესი იქნება კანონის ფარგლებში, ჩვენ ამაზე არანაირი რეაგირება არ გვექნება. ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე. უნივერსიტეტში გრძელდება სასწავლო პროცესი შეუფერხებლად." - აცხადებს შალვა ჭკადუა.

 

 

დღის ამბები