22 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში ხანძარი გაჩნდა - პაციენტები ფანჯრებიდან ხტებიან

რუსეთში, ეკატერინბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანძარი გაჩნდა - პაციენტები ფანჯრებიდან ხტებიან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი კლინიკის სახურავზე გაჩნდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხანძრის შედეგად, ორი მუშა დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან მეხანძრე მაშველები და სპეცტექნიკა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან დაახლოებით 350 პაციენტის ევაკუაცია მოხდა.

დღის ამბები