22 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
დონალდ ტრამპის შვილი: როგორც ჩანს, სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, სანამ მამაჩემს მიეცემა შესაძლებლობა, დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ეძლევა.

მან გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, სანამ დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, რაც მას მშვიდობის დამყარების საშუალებას მისცემს.

"სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცემა. საჭიროა, გაიყინოს ეს ტრილიონობით დოლარი. ეშმაკმაც დაწყევლოს! იმბეცილებო!", - დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა X-ზე.

უცხოური მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

დღის ამბები