22 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ბორელის განცხადებით, ევროკავშირს შესთავაზებს, საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფა გაიყინოს და ეს ფული, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, არასამთავრობოებს გადაეცეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს ის გამოვა წინადადებით, საქართველოსთვის 100 მილიონი ევროზე მეტის გამოყოფა გაიყინოს.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ეს ფული, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, ქვეყანაში მომუშავე "სამოქალაქო საზოგადოებას" უნდა გადაეცეს.

აქვე, უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ გაწევრიანების პროცესი შეწყდება მანამ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის კურსს.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ბრიუსელში სწორედ ბორელი ხელმძღვანელობს - მას კითხვა დაუსვეს არჩევნების გამოძიების საკითხზეც. როგორც ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. 

"მე საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის შეჩერებაზე შეთავაზება გავაკეთე. პროგრამების ნაწილი, რომელიც მთავრობისკენაა მიმართული, 100 მილიონ ევროზე მეტია, გაიყინება და გადამისამართდება სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომ მათ ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის მხარი დავუჭიროთ. ქართველ ხალხს ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს. გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მანამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება კურსს, რისთვისაც ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. გამოძიება ნამდვილად უნდა ჩატარდეს. ის, რაც მოხდა, სრულად უნდა შეფასდეს. თქვენ ვერ იტყვით, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, როდესაც გამოძიებაზე უარს ამბობ. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით ხელისუფლებისგან, სრულად გახადოს ცხადი ყველაფერი, რაზეც ხალხის საჩივრები არსებობს", - აცხადებს ბორელი. 

დღის ამბები