22 ნოემბერი 2024,   02:10
ვრცლად
გადამწყვეტ არჩევნებში დავეთანხმეთ ისეთ სისტემაზე გადასვლას, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა, ვაღიაროთ ყველამ - ნიკა გვარამია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართეს. ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ და ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ, ისაუბრეს დარღვევებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკურ მონაცემებზე. მათ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებსაც.

"მაგიდაზე დევს 1 500 საჩივარი, რომლებიც საოლქოში არის წასული. სამი ამდენი არის დაწერილი უბნების დონეზე, რომელიც ვერ ამოვბეჭდე და ვერ წამოვიღეთ. ამ საჩივრებს თუ გაეცნობით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ ხდებოდა გაყალბება. თითოეულ საჩივარში არის დარღვევების ფართო სპექტრი მოცემული და ამ დარღვევებს თუ ერთმანეთზე დაალაგებთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სქემები თუ როგორ ხდებოდა გაყალბება", – აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, "გირჩი", "დროას" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

კოალიციაში ოპოზიციის შეცდომად შეფასდა გადაწყვეტილება, დათანხმებოდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელსაც არ იცნობდნენ.

"ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა, მე გეტყვით გულწრფელად, იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში დავეთანხმეთ ისეთ სისტემაზე გადასვლას, რომელსაც არ ვიცნობდით. ეს იყო შეცდომა, ვაღიაროთ ყველამ - პოლიტიკურმა და არასამთავრობო სპექტრმა, და საზოგადოებამ. სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, "გირჩი", "დროას" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

დღის ამბები