22 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს - ცოტა ხნის წინ დასრულდა პარტიებში ბრიფინგი. ნიკა გვარამიამ წარადგინა სიის 82-ვე წევრის განცხადება და თქვა, რომ უარს ამბობენ ნებისმიერი ფორმით "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე.

იგივე განცხადება გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაში". თინა ბოკუჩავას თქმით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრობა" არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მისივე განცხადებით, სიის ყველა წევრი ინდივიდუალური წერილით მიმართავს ცესკოს, არ გატარდეს რეგისტრაციაში.

დღის ამბები