22 ნოემბერი 2024,   07:11
ვრცლად
"გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც და ეს ყველაფერი ევროპის სახელით" - შალვა პაპუაშვილი

"გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი ევროპის სახელით", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში გამართულ აქციაზე ევროპელი დეპუტატების გამოსვლებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.

და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები