22 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში მიმდინარე სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განაგრძობს ვიზიტს აზერბაიჯანში. ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით გამოვა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში. სამიტის მონაწილეები შეაფასებენ კლიმატის გავლენას, როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

მანამდე კი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის უკვე შედგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება მმართველ პარტიას და საქართველოს პრემიერი ბაქოში უკვე ოფიციალური, ცალკე ვიზიტით დაპატიჟა.

შეგახსენებთ, ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია მიმდინარეობს - სამ დღიან შეხვედრას გაეროს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მასპინძლობენ.

დღის ამბები