22 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დანერგა" - "სმარტმატიკი"

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დანერგა - ნათქვამია კომპანია, "სმარტმატიკის" განცხადებაში. კომპანია წერს, რომ "სმარტმატიკმა" ცესკოს ელექტრონული ბიულეტენების დასამუშავებლად 4 876 ოპტიკური სკანერი მიაწოდა.

"ეს მოწინავე სკანერები ზუსტად აფიქსირებს ამომრჩეველთა არჩევანს, ითვლის ხმებს და ახდენს შედეგების კონსოლიდაციას. ტექნოლოგიის ეფექტურობის მტკიცებულებაა, რომ მოწყობილობების 99 მთელი 87 მეასედი პროცენტი ხარვეზის გარეშე ფუნქციონირებდა, რაც ფართომასშტაბიანი განლაგების სტანდარტს აჭარბებდა - შედეგების 100 პროცენტის მიღება ორ საათზე ნაკლებ დროში ელექტრონულად განხორციელდა" - წერს კომპანია. განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ტექნოლოგიის სანდოობა აღნიშნეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

 

დღის ამბები