22 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰეზსბოლას 2 მეთაური მოკლეს - დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უფროსი და იარაღის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. გავრცელდა საჰაერო თავდასხმის კადრები, რომლის სამიზნეც ისრაელის სამხედროების თქმით, 7 ოქტომბრის მოვლენების ერთ-ერთი პასუხისმგებელი ტერორისტი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში, ბეიტ ლაჰიაში, 7 პალესტინელი დაიღუპა, ადგილობრივები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.

5 ადამიანი დაიღუპა ანკლავის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში სხვა ცალკეული იერიშების შედეგად.

ისრაელელებმა რამალას გარეუბანში პალესტინელების მანქანები დაწვეს.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მოკლეს ჰეზსბოლას 2 მეთაური, მათ შორის დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უფროსი და ასევე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იარაღის განაწილებაზე.

დღის ამბები