22 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის პოსტზე: ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე

"ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე", - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური კორპუსის შესახებ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.

"ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ელჩები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებული სალომე ზურაბიშვილი და ის ამით ამჟღავნებს მთლიანად იმ სიძულვილის სახეს, რომელიც არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში განსხვავებული აზრის მიმართ.

ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი მასშტაბური სიძულვილის გამო არიან მიუღებლები და რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან მთლიანად საზოგადოებისთვის", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი განმარტავს, რომ "დღეს დიპლომატის დღის ხსენება უხერხულია, რადგან რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს".

დღის ამბები