22 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მოიკითხეთ, რა ჩაატარა როგორც მინისტრმა, ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს დიპლომატებთან მიმართებით გაკეთებული განცხადების გამო მწვავედ აკრიტიკებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მან არაერთი მავნე პრაქტიკა შემოიტანა საგარეო უწყებაში და, მათ შორის, ფავორიტიზმი.

"ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული, ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ.

ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის, მაშინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოიკითხეთ მაშინ რა ჩაატარა როგორც მინისტრმა, ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები საგარეო უწყებაში. ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ქალბატონი სალომე დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება მისთვის სამწუხაროდ არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას", - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი განმარტავს, რომ "დღეს დიპლომატის დღის ხსენება უხერხულია, რადგან რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს".

დღის ამბები