22 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის უფასოა

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. იმუნიზაცია მიმდინარეობს ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით.

პრეპარატი ერთ-ერთია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

პროგრამით პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებმა ისარგებლეს. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დღის ამბები