22 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ესპანეთში გამოცხადებული გლოვის გამო, სტრასბურგსა და ბრიუსელში დროშები დაუშვეს

ესპანეთში გამოცხადებული გლოვის გამო, სტრასბურგსა და ბრიუსელში დროშები დაუშვეს. განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა დახმარებისთვის მზადაა. მან სამძიმარი გამოუცხადა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს.

კომენტარი გააკეთა ჟოზეფ ბორელმაც, რომელმაც დაზარალებულებს ესპანურად მიმართა. ევროკავშირმა სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი აამოქმედა.

ცნობისთვის, ესპანეთში წყალდიდობას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები