გაბრიელიუს ლანდსბერგისი, კონსერვატიული "სამშობლოს კავშირის - ლიტვის ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, სეიმის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს.
ლანდსბერგისის თქმით, პოსტიდან წასვლა ამომრჩევლებისგან სიგნალის მიღების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და თვითონ ცენტრო-ჟალიაკალნის ერთმანდატიან ოლქში დამარცხდა.
"ამომრჩეველთა გზავნილი აბსოლუტურად ნათელია, როგორც პარტიისთვის, ასევე პირადად ჩემთვის და შეცდომა იქნებოდა არ მოვისმინო. მოვისმინე სიგნალი, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვეკიდები, დღეს გადავწყვიტე გადავდგე "სამშობლოს კავშირის - ლიტვის ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის პოსტიდან“, - განაცხადა ლანდსბერგისმა ორშაბათს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში ლიტვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SDPL) გაიმარჯვა, რომელსაც ახალი ვადით სეიმში 52 მანდატი ექნება. ამჟამად, სოციალ-დემოკრატებს სეიმში 14 მანდატი აქვთ.