22 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
"საარჩევნო დღე, ძირითადად, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი" - ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ცნობებისა და დასკვნების თანახმად, საარჩევნო დღე, ძირითადად, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის საიდუმლოს ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით.

ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ანგარიშები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მოხელეებზე, ფართოდ გავრცელებული დარჩა კამპანიაში," - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დამკვირვებლები იუწყებიან არათანაბარი პირობების, პოლარიზებულ ატმოსფეროში გამყოფი კამპანიის და ამ საარჩევნო პროცესზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის გამო მნიშვნელოვანი შეშფოთების შესახებ და მოუწოდებენ საქართველოს ცესკოსა და სხვა შესაბამის ორგანოებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

"ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები