22 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, ასევე გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არცევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბლინკენის განცხადებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ და საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, ასევე გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. ახლა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლების ფუნდამენტურობას, აღმოფხვრან საარჩევნო პროცესის ხარვეზები და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ", - განაცხადა ბლინკენმა.

დღის ამბები