ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 50.6% შეადგინა.
ამ დროისთვის, სულ ხმა მისცა 1 766 816-მა ადამიანმა.
ამასთან, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა 61.81%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში - 42.29%.