22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი" - ნათია იოსელიანი

ცესკო-ს პრეს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 133 საჩივარია შესული.

მისი განმარტებით, ცესკო კანონის შესაბამისად შეისწავლის საჩივრებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

"ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აგიტაცია, უბნიდან გაძევება, დამკვირვებლის, წარმომადგენლის უფლებების დარღვევა, საარჩევნო აგიტაცია, კანონმდებლობის დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნულ საჩივრებს და იქნება შესაბამისი რეაგირება ჩვენის მხრიდან", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები