22 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს" - თინა ბოკუჩავა

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს“ - თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე. დღეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ხელთ უპყრია ქვეყნის გადარჩენის გასაღები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები