22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"არჩევანი მარტივია - ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს" - ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის პირველი ოლქის მეოთხე უბანზე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე საკუთარ ოჯახთან - შვილებთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

"მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივად გასაკეთებელი, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. წლევანდელი და დღევანდელი არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელსაც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაში სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, რომ ამას არ დასჭირდება დიდის დრო და ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ, მივიღებთ კატასტროფასა და ქვეყნის ნანგრევებს.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენ სამეზობლოში სამწუხაროდ მიმდინარეობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები