22 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ნიკა გვარამია ხმის მიცემის შემდეგ: "მე უარი ვუთხარი წარსულს"

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ვაკის ოლქში, მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან თქვა, უარი უთხრა წარსულს.

"მე ხმა მივეცი ცვლილებას, მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ვიფიქროთ ხმის მიცემის დროს ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, საითაც მისი ისტორიული არჩევანია და საითაც მომავალი თაობების არჩევანია - ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქნება ზეიმი.

არ არის მნიშვნელოვანი, რას საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები, ეს მათი ბოლო განცხადებებია მთავრობის რანგში", - აცხადებს ნიკა გვარამია.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები