22 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე" - გიორგი გახარია

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანი გააკეთა. გახარიამ ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

გახარიამ მოქალაქეებს აქტიურობისკენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრებისა და შვილების არჩევანი", - განაცხადა გახარიამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები