22 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
"საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან, მოდერნიზებულ არჩევნებს" - ნათია იოსელიანი

"საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველთა 90% ხმას ციფრული საშუალებით მიცემს, ხოლო ხმების 10% კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 სუბიექტი მონაწილეობს.

"დღეს, საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს არჩევნები იმართება.

საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან, მოდერნიზებულ არჩევნებს.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალების გამოყენებით მიიღებს, ხოლო 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

დღეს, ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ, საქართველოსვე პარლამენტის წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები 5%-ს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკურიო პარტია მონაწილეობს", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები