"ქართული ოცნების" სიის მე-4 ნომერმა, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია, რომელიც ხალხისთვის ერთადერთი არჩევანია.
"ქართული ოცნება" ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის; დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათადღა უდგება ხალხს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს და მივიდეს საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას", რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.