22 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. წელს საქართველოში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.

საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

დღის ამბები