ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს მართავს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარესა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს უსმენენ.
იქამდე, შეხვედრები გაიმართა ოპოზიციურ პარტიებისა და "ქართული ოცნების" ლიდერებთან, მათ რიგებში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა.
"სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე პასუხი გავეცი. ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა არ ყოფილა, პირადობების ჩამორთმევაზე კითხვა არ ყოფილა," - აცხადებს პრემიერი.