22 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ამერიკულ კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო“ თბილისში, მათი თანამშრომლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება

ამერიკულ კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო" თბილისში, მათი თანამშრომლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ამ მოვლენით და იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, გუშინ, რამდენიმე ადგილას ერთდროულად შევიდნენ. მათ შორის - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლში. ამოიღეს ტექნიკა.

ამასთან, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები "ვაკე პლაზაში", სადაც კომპანია - "კონცენტრ იქსის" ოფისი მდებარეობს.

განმარტებებს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დღეს გააკეთებენ. თავად საგამოძიებო სამსახურმა კი, გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩაატარეს, ეს ობიექტები კავშირშია ადრე გამოვლენილ დანაშაულთან, თუმცა ამ შემთხვევაში, გაცილებით დიდ ფინანსებზეა საუბარი.

დღის ამბები