ორი მასშტაბური აფეთქება მექსიკაში - დაშავებულია 5 პოლიციელი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
პირველ შემთხვევაში, დანაღმული ავტომობილი ქალაქ აკამბაროში, შეიარაღებული ძალების ოფისის წინ აფეთქდა. მეორე თავდასხმა ჯერეკუაროში, აკამბაროდან 30 კილომეტრში მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება - სახელმწიფო და ფედერალური ძალები აფეთქებების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ეძებენ.
დაკავებების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.