აღმოსავლეთ ინდოეთში, ოდიშას შტატის 14 დასახლებაში, ციკლონ "დანას" საფრთხის გამო, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ინფორმაციით, ათასობით მაშველია მობილიზებული, რათა ზიანი მინიმალური იყოს. არსებული ინფორმაციით, ციკლონს შტატი მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა ელოდოს. მოსალოდნელი უამინდობის გამო, გაუქმდა სარკინიგზო და საავიაციო რეისები.
ქარიშხალი, სავარაუდოდ, სანაპირო ზონებს დაატყდება და ქარის სიჩქარე 100-120 კმ/სთ-ს მიაღწევს.