22 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ

ინციდენტი მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი,
ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მას დაახლოებით 20-მდე პირი დაესხა თავს და
მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

მისივე ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. გოგიჩაიშვილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწო. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ადამიანი მეძახის ვერ მიცანიო და ვთქვი ვერ გიცანი-თქო, საიდან უნდა მეცნო. რამდენიმე ადამიანი ჩაერთო ამ საუბარში, მერე ერთ-ერთი შეურაცხყოფაზე გადავიდა, მეც ვუპასუხე და ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. მე უბრალოდ თავს ვიცავდი და მოვახერხე ზუსტად ის, რომ მძიმე დაზიანებები არა მაქვს. ამათი იმედი თუ აქვს ბიძინა ივანიშვილს, კარგად ჰქონია საქმე, იმიტომ, რომ ამ ხალხით ის ფონს ვერ გავა," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები