22 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ომის დაწყებიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა - გაერო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედით შემცირება ქვეყნიდან დევნილთა გადინების, შობადობის შემცირებისა და ომში ხალხის სიკვდილის გამო მოხდა.

აღმოსავლეთ ევროპაში გაეროს დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გაუარესდა ისედაც რთული დემოგრაფიული ვითარება.

უკრაინის მოსახლეობის შემცირების ყველაზე დიდი წილი მოდის დევნილებზე - ექვსი მილიონ შვიდასი ათასი უკრაინელი უცხოეთში, ძირითადად ევროპაში, ცხოვრობს.

დემოგრაფიული ვითარების შეცვლაზე ასევე მოქმედებს ხალხის სიკვდილი ომში. რუსეთის აგრესიას თითქმის 12 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის ამბები