ისრაელმა დაადასტურა, რომ “ჰეზბოლას“ ლიდერის სავარაუდო შემცვლელი ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა
ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი, ჰაშენ საფიედინი, 4 ოქტომბერს ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.
იერუსალიმში ვიზიტის დროს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს “ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე სამუშაოდ გამოიყენოს.
ბლინკენი ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაშვების შესაძლებლობაზეც ესაუბრა.