ქართველი მოხალისე, ორგანიზაცია “თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის დამფუძნებელი“, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის, რევოლუციით იმუქრება იმ შემთხვევაში თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს “ქართული ოცნება“ მოიგებს.
შესაბამისი განცხადებები ლადო გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი ამ რევოლუციას.
ჩვენ არ გვეშინია სისხლის, როცა დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი, კრემლს საქართველოს არავინ აჩუქებს და მე მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის“, - დასძინა გამსახურდიამ.